საპატრიარქოს 3 თხოვნა არ გაითვალისწინა – ანდრია ჯაღმაიძე “ოცნების” მთავრობაზე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა მამა ანდრია ჯაღმაიძემ თქვა რომ კობახიძის მთავრობამ საპატრიარქოს სამ თხოვნას არც კი უპასუხა და ასევე თქვა, რომ იცის, ადამიანები როგორ დაზარალდნენ დარბევებისას და მღვდლები ეხმარებოდნენ სპეცრაზმელებისგან თავის დაღწევაში.
პატიმრებთან დაკავშირებით სამჯერ გვაქვს დაყენებული საკითხი, რომ მსუბუქი დანაშაული ვისაც შეიძლება, რომ ჩაეთვალოს, იქნებ გათავისუფლდეს, მათ შორის მზია ამაღლობელთან დაკავშირებით. ორჯერ მე თავად მქონდა საუბარი ამის შესახებ ხელისუფლებასთან. ერთხელ მეუფე შიომ უშუალოდ პრემიერთან დააყენა ეს საკითხი. არ მიეცა ამ საკითხს მსვლელობა. ჩვენ ამას არ ვაფიშირებთ და არ გვინდა, რომ ნებისმიერი ჩვენი აქტივობა რაღაც პოლიტიკურ პოლუსზე აღმოჩნდეს ვიღაცის მიერ. გვსაყვედურობენ ხოლმე, თითქოს საპატრიარქო ჩამორჩა პროტესტის მხარეს მდგარ ხალხს და რამდენიმე სასულიერო პირი ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ წარმოეჩინათ საპატრიარქი, თითქოს დაპირისპირებულია მათთან. მე გეტყვით, იმ ღამეებს, როდესაც ეს ხდებოდა, ყოველ ღამე ჩვენი სამსახურის მამები მორიგეობით იყვნენ ქაშუეთში და ამ ადამიანებს უქმნიდნენ ერთგვარ ზღუდეს, რომ მათ უკან ეკლესიაში დამდგარიყო ის ხალხი, ვინც დაზარალებბული იყო, ვთქვათ, ცრემლსადენი გაზით და წყლით და ბევრი კადრებია ამის შესახებ, მღვდლები თავად აწვეთებენ თვალში, აწვდიან წყალს, ტაძარში იფარებენ. ეზოში პირდაპირ ასე ჯაჭვად იდგნენ მამები და რა თქმა უნდა, ამას ითვალისწინებდა მერე სპეცრაზმიც და იქ არ შედიოდნენ და მამების უკან ვინც შედიოდა, ეს პროტესტის მონაწილეები, ყველანი დაცულები იყვნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – გთავაზობთ ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტს – როცა 5 პუნქტზე პასუხს გავცემთ პროპაგანდას ჭოჭმანის და ენის მოჩლექის გარეშე, შევძლებთ გადავიდეთ ევროპასთან ინტეგრაციის საკითხზე, ხოლო +1 პუნქტია – საქართველო ივანიშვილის გარეშე!

არჩილ ჩუხრუკიძე: როცა ჯან-დაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მილიონების გაფლანგვისთვის გირაოთია გამოშვებული, გიორგი ჩახუნაშვილი საპყრობილეში უნდა მოხვდეს. იმედია სამედიცინო საზოგადოება ჯეროვნად შეაფასებს ამ საკითხს

პოლონეთის პრეზიდენტის მიერ ვოლოდიმირ ზელენსკისთვის ,,თეთრი არწივის” ორდენის ჩამორთმევის შემდეგ, ჯილდოზე უარი უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტებმა, ვიქტორ იუშჩენკომ და ლეონიდ კუჩმამაც თქვეს