საპატრიარქოს უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს | ინაშვილი

პრორუსული “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი, ირმა ინაშვილი ხატთან დაკავშირებით, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება. ის ამბობს, რომ უნდა დაემორჩილონ საპატრიარქოს მოწოდებას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ “ხატის შეურაცხყოფა” უნდა “აპატიონ ვინმეს”.
“სრულიად მისაღებია საპატრიარქოს პოზიცია. ჯერ კიდევ ორი დღის წინ ვწერდი: თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს! – წერს ინაშვილი.
7 იანვარს ირმა ინაშვილმა განაცხადა, რომ სამების ტაძარს სტალინის გამოსახულებიანი ხატი მათ შესწირეს.
ხატის სამების ტაძარში დაკიდებას საზოგადოების მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ორი დღის წინ მას ლურჯი საღებავიც შეასხეს, რისი ამსახველი ვიდეოც ნატა ფერაძემ გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულზე გამოძიება დაიწყო. გუშინ მოძალადე პრორუსული დაჯგუფების წევრები სამოქალაქო აქტივისტ ნატა ფერაძეს სახლთან მიუვარდნენ და ემუქრებოდნენ.
იხილეთ:
· საპატრიარქო: აუცილებელია აღნიშნული ეპიზოდის შეცვლა, მივმართავთ შემომწირველთ, თვითონ შეიტანონ სათანადო ცვლილებები ხატში, ან ამას ჩვენ გავაკეთებთ