საპატრიარქოს განცხადების მიუხედავად, სტალინის გამოსახულებიანი ხატი ამ დრომდე სამებაშია

საპატრიარქოს განცხადების მიუხედავად, მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც სტალინიცაა გამოსახული, ამ დრომდე სამების საკათედრო ტაძარშია.
განცხადება საპატრიარქომ დაახლოებით 2 საათის წინ გაავრცელა და იმ მიზეზით, რომ სტალინისა და მატრონას შეხვედრა ისტორიული ფაქტით არ დასტურდება, შემწირველებს ხატში ცვლილებების შეტანა მოსთხოვა.
შემწირველი “პატრიოტთა ალიანსის” ლიდერი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ საპატრიარქოს დაემორჩილებიან.