“საპატრიარქოს გადაწყვეტილება არცხვენს ქართულ ეკლესიას” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი საპატრიარქოს მიერ არქიმანდრიტი დოროთესთვის (ყურაშვილის) მღვდელმსახურების შეჩერებას ეხმიანება:
“მივდივარ რუსთაველზე არქიმანდრიტი დოროთეს მხარდასაჭერად და სოლიდარობის ნიშნად! საპატრიარქოს გადაწყვეტილება არცხვენს ქართულ ეკლესიას და მის საუკუნოვან თავისუფლებისთვისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას! არასოდეს დავიჯერებ პატრიარქი ეთანხმებოდეს უსამართლობას!”
ცნობისთვის, არქიმანდრიტისთვის მღვდელმსახურების შეჩერების განკარგულება, საპატრიარქოს გვერდმა პატრიარქის ხელმოწერით გამოაქვეყნა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზო კიკნაძე: ხუჭუჭთმიან ბიჭს რომ ფეხბურთელებივით ურტყეს ფეხები არაკაცებმა, ამის გამო გასამართლდა ვინმე? ეს არ არის დანაშაული და ჩვენი ჰაერში აგდებული ქაღალდი და ბოთლია დანაშაული? ამას ეძახით სამართალს?