საპატიო თბილისელის წოდება 30 მოქალაქეს მიენიჭა

თბილისობის პირველ დღეს, 20 სექტემბერს დედაქალაქის მერიამ „საპატიო მოქალაქის“ სტატუსი გადასცა შვიდ ადამიანს, მათ შორის იყვნენ კულტურისა და მეცნიერების დარგის წარმომადგენლები. სიგელები მათ დედაქალაქის მოქმედმა მერმა, მ გადასცა .
საპატიო მოქალაქის სტატუსით დააჯილდოვეს:
· ზურაბ აბაშიძე – დიპლომატი;
· ნოდარ მითაგვარია – ბიოლოგი;
· ჯენარო ქრისტესაშვილი – რეპროდუქტოლოგი;
· დავით ევგენიძე – კომპოზიტორი;
· ზურაბ თურმანიძე – ზოგადი ქირუდგი;
· ნოდარ ჩხარტიშვილი – ბიოლოგი;
· ნანული აბესაძე – მსახიობი.
„საპატიო თბილისელების“ გამოვლენამდე ცერემონიალების სასახლის (პრეზიდენტის ყოფილი რეზიდენცია ავლაბარში) ეზოში კონცერტი გაიმართა, სადაც იმღერა მაია ჯაბუამ.
მ დაჯილდოებულ პირებს, საპატიო თბილისელის წოდების აღმნიშვნელ სიგელთან ერთად, დედაქალაქის სიმბოლური გასაღებიც გადასცა.
radiotavisupleba.ge