საპატიმრო, რკინის ჯებირის დაზიანებისთვის მსჯავრდებულმა ომარ ოკრიბელაშვილმაც დატოვა

პარლამენტის შესასვლელთან რკინის ჯებირის დაზიანებისთვის კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვა.
სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებისას მას ოჯახის წევრები და ახლობლები დახვდნენ.
მანამდე, საპატიმრო დატოვა საქმეზე კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა საბა მეფარიშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის შესასვლელთან რკინის დამცავი ჯებირის დაზიანების ბრალდებით 14 მაისს დაკავებულ 20 წლის ომარ ოკრიბელაშვილსა და 23 წლის საბა მეფარიშვილს 20 იანვარს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
საპროცესო შეთანხმების მიხედვით, ომარ ოკრიბელაშვილი და საბა მეფარიშვილი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი. მათ სასჯელის სახედ 3 წელი განესაზღვრათ, თუმცა, ამნისტიის შედეგად, მათ ეს სასჯელი 2.5 წელი გაუხდათ, საიდანაც მსჯავრდებულებს 1.5 წელი რეალური სასჯელის მოხდა მოუწიათ, 1 წელი კი პირობითი სასჯელი განესაზღვრათ.