“საპასუხისმგებლო მომენტია EU-სა და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც იქ გაერთიანებას ცდილობენ… კონსენსუსი აუცილებელია” | ლიეტუვის ელჩი

“საპასუხისმგებლო მომენტია EU-სა და იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც იქ გაერთიანებას ცდილობენ… კონსენსუსი რთული მისაღწევია, მაგრამ აუცილებელია”, – ამის შესახებ ლიეტუვის ელჩი საქართველოში, ანდრიუს კალინდრა საუბრობს.
ეს ძალიან საპასუხისმგებლო მომენტია ევროკავშირისთვის და იმ ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომლებიც ცდილობენ ევროკავშირში გაერთიანებას. ლიეტუვა აქტიურად მუშაობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა მიღწეულ იქნას კონსენსუსი, რადგან ეს გადაწყვეტილება სწორედ კონსენსუსით მიიღწევა. ჩვენ გვაქვს კიდევ ორი კვირა. კონსენსუსი რთული მისაღწევია, მაგრამ ის აუცილებელია. ასე რომ, ახლა მნიშვნელოვანი მომენტია არა მხოლოდ საქართველოს მთავრობისთვის, არამედ ასევე ოპოზიციისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის, – ამბობს კალინდრა.