ფლანგვის დეტექტორის ინფორმაციით, სახელმწიფო საწარმოების დირექტორები კომპანიების დიდი ზარალის მიუხედავად განსაკუთრებულად მაღალ ხელფასებს იღებენ და კომპანიების ზარალი მათი დირექტორების შემოსავალზე არასდროს ასახულა.
“სახელმწიფო საწარმოები წლიდან წლამდე სახელმწიფო სუბსიდიებით არსებობენ.
საინტერესოა, რომ კომპანიების ზარალი მათი დირექტორების შემოსავალზე არასდროს ასახულა.
მაგალითად, სს საპარტნიორო ფონდმა 2018 წელს 585 მილიონის ზარალი განიცადა, თუმცა ამავე წელს კომპანიის დირექტორის შემოსავალმა 294,000 ლარი შეადგინა.
კომპანია ბლექ სი არენას ზარალის მიუხედავად, მისი დირექტორის ხელფასი წლიდან წლამდე იზრდება”, – წერს ორგანიზაცია