საპარლამენტო ოპოზიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

საპარლამენტო ოპოზიცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ განცხადება დეპუტატებმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.
„ქართული ოცნების“ დეპუტატები დღეს ევროპის უსაფრთხოებისა და პოლიტიკის კომიტეტის ელჩებს ხვდებიან. ჩვენ სწორედ დღეს მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტში, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით. საკმარისი ხელმოწერები გვაქვს შეგროვებული. ჩვენ გვინდა მათ სწორედ ამ ელჩებს უპასუხონ, მზად არის თუ არა „ქართული ოცნება“ კორუფციის პრობლემებზე სასაუბროდ, რომლის აღმოფხვრის ვალდებულება ჩვენ ევროპის წინაშე გვაქვს აღებული. შეხვედრა დაგეგმილია უახლოეს საათებში. გვინდა, რომ უპასუხონ, მზად არიან თუ არა ოპოზიციის ინიციატივაზე სასაუბროდ, რათა დავიწყოთ ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით საკითხის განხილვა და საგამოძიებო კომისია შეიქმნას. ხელმოწერები შეგროვებული გვაქვს, დავაინიცირებთ და ჯერი არის „ქართულ ოცნებაზე“, რამდენად შეუძლიათ რეალურ პრობლემებს დაუთმონ თავიანთი დრო და საპარლამენტო სივრცე“, – განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ კორძაიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორის გაძლიერების მიზნით ჩვენი ხელისუფლება 7 მლრდ ლარს დახარჯავს იმისთვის, რომ განვითარდეს ინფრასტრუქტურა

გიორგი ქადაგიძე: რეალურად, რაზე დგას ივანიშვილის რეჟიმი, ეს არის მის მიმართ ლოიალურად განწყობილი რამდენიმე ასეული ბიზნესმენი და რამდენიმე ათასი ადამიანი, რომელიც უკიდეგანოდ მდიდრდება იმით, რომ … (ვიდეო)