საპარლამენტო ოპოზიცია პოლიტიკური ბოიკოტის გამო არც მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებს დაესწრება

საპარლამენტო ოპოზიცია პოლიტიკური ბოიკოტის გამო არც მიმდინარე კვირის პლენარულ სხდომებს დაესწრება.
პარლამენტის ბიურომ, დღევანდელ სხდომაზე, ბოიკოტის შესახებ რამდენიმე პოლიტიკური ჯგუფისა და ოპოზიციონერი დეპუტატის მიმართვა ცნობად მიიღო. პოლიტიკური შეხედულებების გამო სხდომას არ დაესწრება ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“, პოლიტიკური ჯგუფები: – „ლელო“, „მოქალაქეები“, „რეფორმების ჯგუფი“, „ევროოპტიმისტები“, „თავისუფლება“, „ეროვნული და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის“, ასევე პარლამენტის უფრაქციო წევრები: არმაზ ახვლედიანი, , თამარ კორძაია, გრიგოლ ვაშაძე თამარ ჩარკვიანი, დავით ბაქრაძე.
„წინასაარჩევნოდ მანდატს ითხოვენ იმ დაწესებულებაში სამუშაოდ, სადაც ისინი არ დადიან – ცოტა გაუგებარია, რანაირად ჯდება ეს ლოგიკაში“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე.

ასევე დაგაინტერესებთ

“ამ წუთებში, როცა თქვენ ამას კითხულობთ, ირანი – ქვეყანა 92 მილიონზე მეტი მოსახლით – რეალურ დროში ნადგურდება. თითქმის სრული ბლეკაუტი 24 საათზე მეტხანს: არ არის ინტერნეტი, არ არის სატელეფონო კავშირი, საერთოდ არ არსებობს კომუნიკაცია. და — სიჩუმე” (ვიდეო)

დონალდ ტრამპი – კუბა მრავალი წლის განმავლობაში ვენესუელიდან მიღებული ნავთობითა და ფულით ცხოვრობდა – კუბაში ნავთობი და ფული აღარ წავა, ვენესუელას ახლა აშშ ჰყავს, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სამხედრო ძალა