საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა – ,,იმედი” ,,გორბის” კვლევას აქვეყენებს

საპარლამენტო ამ კვირას რომ ტარდებოდეს, „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა – ,,იმედი” ,,გორბის” კვლევას აქვეყენებს
ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით საზოგადოებრივი აზრისა და ბიზნესის კვლევის საერთაშორისო ცენტრის „გორბის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, პარლამენტის არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ალოკაციის შემდეგ „ქართული ოცნება“ ხმათა 59.5%-ს მიიღებდა.
კითხვაზე, საპარლამენტო არჩევნები ამ კვირას რომ ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას შემდეგი პარტიებიდან? შედეგები ასე გადანაწილდა:
· „ქართული ოცნება“ – 59.5%
· „ნაციონალურ მოძრაობას“ გაერთიანებულ პარტიებთან ერთად აქვს – 13.6%
· გვარამია, მელია, ხოშტარია, ჯაფარიძის გაერთიანებას – 10.3%
· ხაზარაძის გაერთიანებას – 4.5%
· გიორგი გახარია პარტიას – 3.8%
· ს „გირჩს“ – 2.7%
· პატრიოტთა ალიანსი/ალტ ინფოს – 2.5%
· სხვა პარტიები – 3 .1%
ამ მონაცემებით, 5%-იან ბარიერს მხოლოდ სამი პარტია ლახავს. ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბიმ“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა, ქვეყნის მასშტაბით პირისპირი ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით 18 სექტემბრიდან 30 სექტემბრის პერიოდში ჩაატარა. გამოიკითხა 1700 ადამიანი. ცდომილება +/- 3%-ია.
,,იმედინიუსი”

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა: სწორედ ამ ორი ლიდერის კონფლიქტზე და თანაარსებობის შესაძლებლობაზეა კავკასიის მომავალი დამოკიდებული. უბრალოდ, ბედის ირონიაა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის დღეს მათ გვერდზე ასევე ფართო სურათის ხედვით

ანა წითლიძე ბრიტანეთის ინიცირებულ საკოორდინაციო შეხვედრაზე – მკაფიოდ ითქვა, რომ გზას, რომლითაც „ოცნება“ მიდის, კავშირი არ აქვს დემოკრატიასთან და დიქტატურის გაძლიერებაა – მსგავი ტიპის მაღალი დონის შეხვედრებს კონკრეტული ნაბიჯები მოჰყვება

პაატა ზაქარეიშვილი – ვერ ვხედავ, რომ „რევოლუცია მოდის“ და ვინც რევოლუციაზე ფიქრობს, შედეგებზე ფიქრობს? რაც შეეხება „ოცნებას“, მან გამოიყვანა ქართველების ახალი ჯიში, რომელიც ყველაფერზეა წამსვლელი, მათ შორის ციხეებში