“საოცრად ჰგავხართ ერთმანეთს” – ანუკი არეშიძე ცნობილ ინფლუენსერთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს – Marao
ანუკი არეშიძისა და კახი კალაძის წყვილი უკვე წლებია, აქტუალობას არ კარგავს. მათი ურთიერთობა, ოჯახი და შვილები საზოგადოების მხრიდან ყოველთვის დიდ ყურადღებასა და სიყვარულს იმსახურებს. ანუკისა და კახას ოთხი შვილი: ლევანი, კახაბერი, ვაჩე და ნიკოლა ჰყავთ.
ამჯერად სოციალურ ქსელში ანუკი არეშიძისა და ცნობილი ინფლუენსერის, ვიკი რადერის ფოტო ვრცელდება – ყველა აღნიშნავს, რომ ისინი ძალიან ჰგვანან ერთმანეთს.
ვიკი რადერი წარმოშობით უკრაინელი დიზაინერია, რომელიც უკვე წლებია მიუნხენში მოღვაწეობს და თავის ფირმას ხელმძღვანელობს.
· “21 თებერვლიდან ჩემი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა, რადგან ვეხმარებოდი უკრაინიდან გამოქცეულ ქალებსა და ბავშვების ტრანსპორტირებასა და სახლში დაბრუნებაში. მამაჩემი ჯერ კიდევ იქ არის და ახლაც ვერ გამოვიყვანთ. ამიტომ ვიმედოვნებთ, ვლოცულობთ მისთვის და მთელი მსოფლიოსთვის. Viky Rader Studio-ს მოგების 25% ჩვენს უკრაინულ პროექტს გადაეცემა” – ამბობდა დიზაინერი ერთ-ერთ ინტერვიუში.
ანუკიმ და კახამ ერთმანეთი იტალიაში გაიცნეს:
“მე ვიყავი 18 წლის. კახა ჩემზე 11 წლით დიდია. მაშინ შევხვდით ერთმანეთს და უბრალოდ გავიცანით. მერე, როგორც მითხრა, პირდაპირი ჩართვა მქონდა და მაშინ ვუნახივარ. მერე მითხრა, რომ შეგხვდი, მაშინ გამახსენდა, რომ ის გოგო იყავი, რომელიც მომეწონაო. ყველაფერი ძალიან ნელა დაიწყო და განვითარდა ძალიან სწრაფად. 6 თვეში შევქმენით ოჯახი.მე ძალიან ემოციური ვარ, ყველაფერს გამოვხატავ, ვამბობ. კახი სიყვარულს უთქმელად, ჩუმად გამოხატავდა. თვალებით რომ მელაპარაკებოდა, ეს იყო ჩემთვის ყველაფერი. ალბათ, ცოტა გულდაწყვეტილებიც იყვნენ სხვა გოგონები, როცა მის გვერდით მხედავდნენ“ – ამბობდა ანუკი.
ანუკი არეშიძემ საკუთარი ბრენდი Anouki 2013 წელს თბილისში შექმნა, თუმცა მას უკვე ევროპაშიც კარგად იცნობენ. დიზაინერი ქალის ხაზის ფეხსაცმელსა და ტანსაცმელთან ერთად, აქსესუარებსაც ქმნის. სულ ცოტა ხნის წინ ანუკი არეშიძემ საბავშვო ხაზის წარმოება დაიწყო, რომელსაც უმცროსი შვილის, ნიკოლასის სახელი დაარქვა.როგორც ცნობილია, ანუკი არეშიძე ფოტოგრაფიითაა გატაცებული. ის ბევრს მოგზაურობს და მინიმალისტურ, ესთეტიკურ კადრებს გამომწერებსაც ხშირად უზიარებს.
ანუკი გამორჩეული სტილის გამო მოდურად ჩაცმის მოყვარულების ინსპირაციის წყაროდ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იტალიაში, საფრანგეთსა და უკრაინაშიც იქცა.