საომარი მდგომარეობის გაუქმების შემთხვევაში, ზელენსკიმ კენჭი მეორედ უნდა იყაროს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველის, ს თქმით, ფიქრობს, რომ საომარი მდგომარეობის გაუქმებისა და ს დანიშვნის შემთხვევაში ზელენსკიმ კენჭი ხელმეორედ უნდა იყაროს.
ჟურნალისტმა პოდოლიაკს ჰკითხა, ქეყანაში საომარი მდგომარეობის გაუქმებისა და არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, იყრიდა თუ არა ზელენსკი ხელახლა კენჭს. მანვე ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტის ოფისმა აქამდე საომარ მდგომარეობაში არჩევნების ჩატარებისთვის მზადება უარყო.
“ეს არ არის კითხვა, რომელიც მე უნდა დამისვათ. თუმცა, მიმაჩნია, რომ მან მეორე ვადით უნდა იყაროს კენჭი, რადგან ის ღრმად არის ომში და ესმის, როგორ გამოვიდეს ამ ომიდან. თუმცა, ეს მისი გადასაწყვეტია, ის გადაწყვეტილებას მიიღებს იმის გათვალისწინებით, თუ რას ფიქრობს, რა უნდა გაკეთდეს შემდგომ. ჩემი პოზიცია ამასთან დაკავშირებით უცვლელია ამ დროის განმავლობაში: ზელენსკიმ კენჭი მეორედ უნდა იყაროს და ჩვენ გამარჯვების მოპოვების ყველა შანსი გვაქვს იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად ეფექტურად აქვს დამყარებული ზელენსკის ურთიერთობა გარე ბაზართან, რამდენად სუბიექტურად გამოიყურება . საჭიროა, რომ ეს შესაძლებლობები ომის შემდეგ რეალიზდებოდეს, ჩვენი პარტნიორების კონსოლიდირებული მხარდაჭერა დაგვჭირდება, არა მხოლოდ ევროპელების, არამედ ამერიკელებისაც. ვფიქრობ, რომ აქ ზელენსკის, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიური როლის შესრულება შეეძლება”. – თქვა პოდოლიაკმა კითხვის პასუხად.
მანამდე, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, მ მოიწვია თათბირი, რომლზეც ვადამდელი არჩევნების ორგანიზებაზე ისაუბრა. გამოცემა The Economist წერდა, რომ არჩევნები შესაძლოა აპრილის ბოლომდე ჩატარდეს.
მოგვიანებით, უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ, მ უარყო, რომ მსგავსი შეხვედრას ადგილი ჰქონდა. მისივე თქმით, “არანაირი არჩევნები არ იგეგმება”.