საოლქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ფოთში არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს

ფოთში, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
N70 საოლქო საარჩევნო კომისიაში შემავალი 24-ვე საარჩევნო უბანი 06:45 საათზე გაიხსნა, ხოლო ამომრჩევლებმა საკუთარი ნების დაფიქსირება 08:00 საათიდან დაიწყეს.
არჩევნებში, ფოთში 4 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს: „ქართული ოცნება“, „გახარია საქართველოსთვის“, „ძლიერი საქართველო – ლელო“ და „კონსერვატორები საქართველოსთვის“. მერობის კანდიდატი კი მხოლოდ მოქმედი მერი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი ბექა ვაჭარაძეა.
.არჩევნებში სულ 40 511 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.
70-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სალომე როდონაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის არჩევნები მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. მისივე თქმით, არცერთ საარჩევნო უბანზე შეფერხება არ ყოფილა და საჩივარი არ დაწერილა. არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

პაატა მანჯგალაძე – გაბრაზებული ხალხი მოდის, რომ 13-წლიანი დანაშაულებისთვის უზურპატორს პასუხი აგებინოს და ვიღაც ჩვენი კოლეგა გამოდის და ამბობს: „რომელიღაც საარჩევნო უბანზე არ უშვებენ წარმომადგენელს ან აგიტატორს”