საოკუპაციო ძალებმა სოფელ ზემო ხვითთან საქართველოს მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს ინფორმაციას საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის დაკავების შესახებ. ქართული მხარის ცნობით, დაკავება სოფელ ხვითის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. -ს ცნობით დაკავებულმა საოკუპაციო ხაზი ტრაქტორით გადაკვეთა და დაკავების შემდეგ განაცხადა რომ სოფელ ისაკყაუში ნათესავების მონახულებას გეგმავდა.
“ინციდენტთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებისთანავე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზი“. ინფორმაცია უკანონო დაკავების მორიგი ფაქტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი, რათა უმოკლეს ვადებში გათავისუფლდეს დაკავებული საქართველოს მოქალაქე, რაზეც პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება საოკუპაციო ძალას” – ტრადიციულად წერია სუს-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

იური უშაკოვი ვლადიმერ პუტინს, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შორის შეხვედრაზე – უკრაინასთან დაკავშირებით კომპრომისული ვარიანტი ჯერ ვერ გამოიძებნა, თუმცა ზოგიერთი ამერიკული წინადადება მეტ-ნაკლებად მისაღები ჩანს და მათი განხილვა შესაძლებელია

დონალდ ტრამპი – ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ავტოკალმით ხელმოწერილი ყველა დოკუმენტი და აღმასრულებელი ბრძანება გაუქმებულია – ნებისმიერ ადამიანს, ვინც შეწყალების დოკუმენტი მიიღო, გთხოვთ ეს გაითვალისწინოთ

მიხეილ ყაველაშვილი – 2030 წლისთვის საქართველო მზად იქნება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, თუმცა, ამჟამად არ ვიცით, შეიცვლება თუ არა ევროკავშირის შეხედულება – ისინი ორმაგი სტანდარტებით ხელმძღვანელობენ