საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. რადიო თავისუფლების ცნობით, დაკავებულია ახალუბანში მცხოვრები ვანო გერკეული.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, უკვე გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის „ცხელი ხაზი“ და ინფორმაცია მიაწოდეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
„ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის უმოკლეს ვადებში გასათავისუფლებლად“, – ნათქვამია სუსის გავრცელებულ ცნობაში.
დღეს, 8 მაისის საღამოს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ, ს საოკუპაციო ძალების მიერ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ, 20 აპრილს უკანონოდ დაკავებული ტრისტან მუშკიაშვილი და ვალერი თეთრუაშვილი გაათავისუფლა. დე ფაქტო კაგებეს მიერ გავრცელებულ ცნობაში აღნიშნულია, რომ ეს გადაწყვეტილება დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მიიღეს.
ამჟამად ცხინვალის ციხესა და წინასწარი დაკავების იზოლატორში საქართველოს 7 მოქალაქე რჩება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სოფო ჯაფარიძე პენსიონერებს – 26 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი მთავარი საზრუნავი იქნება თქვენი უზრუნველი სიბერე, 1-ელ დეკემბრამდე გაგინულდებათ საპენსიო სესხები, პენსია გახდება მინიმუმ 1000 ლარი