საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ჩორჩანას მიმდებარედ ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ კლდისწყაროში მცხოვრები საქართველოს მოქალაქე დააკავეს. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ სუს-ში განუცხადეს, მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გასათავისუფლებლად.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ცხენით იმყოფებოდა და სხვა დაკარგულ ცხენს ეძებდა. შემთხვევა დაახლოებით ათი დღის წინ მოხდა.




