საოკუპაციო რეჟიმის ცნობით, „სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე” ნავთობის კონტრაბანდისთვის 4 პირი დააკავეს
“სამხრეთ ოსეთის” ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის (КГБ) ინფორმაციით, დააკავეს ცხინვალის ოთხი მაცხოვრებელი, რომლებსაც „სამხრეთ ოსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე” დიდი რაოდენობით საწვავი და საპოხი მასალა გადაჰქონდათ.
მათი ცნობით, კონტრაბანდისტებმა ცხინვალის სამხრეთ გარეუბანში გააკეთეს „საწვავის საიდუმლო მიმღები და სატუმბი წერტილი“ და დაკავების დროს, 50 ტონამდე ნავთობს ტუმბავდნენ.
მარიონეტული რეჟიმის განცხადებით, დაკავებულები ბრალს აღიარებენ.