საოკუპაციო მმართველობის შედეგია – პაპუაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესებზე

პარლამენტის თავმჯდომარის, ს განცხადებით, ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები საოკუპაციო მმართველობის შედეგია.
„ეს არის შედეგი იმისა, რომ არის საოკუპაციო მმართველობა იქ და ნებისმიერ ტერიტორიაზე, რომელშიც არ არის ინსტიტუციები და არის საოკუპაციო მმართველობა, რა თქმა უნდა, სტაბილურობა შეუძლებელია. ამიტომაც არის, რომ ჩვენს საერთო ინტერესშია, ერთიან საქართველოს ფარგლებში განვითარდეს მთლიანად ჩვენი ქვეყანა, მათ შორის, და აფხაზეთის მოქალაქეების კეთილდღეობაც მხოლოდ ასე განვითარდება.
ნებისმიერი ასეთი ნაცრისფერი ზონები, რომლებიც იქმნება საოკუპაციო რეჟიმის წყალობით ხოლმე, საქართველოში იქნება ეს თუ სხვაგან, ყოველთვის არის წყარო დესტაბილიზაციის, ვინაიდან ეს არის არაფუნქციონირებადი ინსტიტუციების მქონე ტერიტორია… ანექსიის მცდელობას მე ვერ დავარქმევდი. რა თქმა უნდა, ზოგადად, ამაზე ჩვენ ვსაუბრობთ რამდენი ხანია, რომ ეს რისკები არის, როდესაც ჩვენ ვხედავდით, ვთქვათ, ანექსიის პოლიტიკაზე გადასვლას სხვა ქვეყნებთან დაკავშირებით, მაგრამ სწორედ ამ კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით, არ ვიცი, რატომ ვსაუბრობთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
პაპუაშვილს ჰკითხეს, რატომ არ აკეთებს განცხადებას საქართველოს საგარეოს საქმეთა მინისტრი ს საგარეოს განცხადებაზე. კერძოდ, ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდის შემდეგ, რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა და ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ გალუზინმა განაცხადა, რომ „რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა თბილისიდან მომავალი შერიგების სიგნალების პრაქტიკაში თარგმნას და კონკრეტულ ნაბიჯებით განვითარებას, მათ შორის, პირველ რიგში, საქართველოს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიღებას, ასევე ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის დაწყებას მათი შემდგომი დემარკაციის გზით“.
პაპუაშვილის ჰკითხეს, არსებობს თუ არა საკითხი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მკაფიო პოზიციის დაფიქსირებას საჭიროებს.
„პასუხი არ სჭირდება, მკაფიოა პოზიცია ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებით. არ ვიცი, ამას რისი დაფიქსირება უნდა სჭირდებოდეს, მაგრამ რაც შეეხება რუსეთის ხელისუფლების სხვადასხვა განცხადებას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ განცხადებებზე არ ვაწყობთ არც ჩვენს პოლიტიკას და არც ჩვენს განცხადებებს. ის, რომ ვიღაცამ შესაძლოა, გამოიყენოს სათავისოდ რიტორიკულად რაღაც საკითხები, ეს მათი პრობლემაა და არა ჩვენი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
რუსეთთან საივენსტიციო შეთანხმების დე ფაქტო პარლამენტში განხილვის პარალელურად, შეკრებილი ოპოზიცია და მათი მხარდამჭერები სოხუმში აქციას აგრძელებენ. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამთავრობო შენობის კომპლექსი პროტესტის მონაწილეების მიერ მთლიანად გარშემორტყმულია.
აფხაზური ტელეგრამ არხის ინფორმაციით, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები “ხალხს წინააღმდეგობას არ უწევენ.”

ასევე დაგაინტერესებთ