სან-ფრანცისკოში ჯო ბაიდენისა და სი ძინპინის შეხვედრა მიმდინარეობს

სან-ფრანცისკოში აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის შეხვედრა დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
ბაიდენის თქმით, არსებითი მნიშვნელობისაა, რომ სამიტის დაწყებამდე მას და სი ძინპინს ერთმანეთის ნათელი გაგება ჰქონდეთ.
“ვფიქრობ, მთავარია მე და თქვენ, როგორ ლიდერებს, ერთმანეთის ნათლად გვესმოდეს, მცდარი წაროდგენებისა და არასწორი კომუნიკაციის გარეშე,” – განაცხადა ბაიდენმა სი ძინპინთან საუბარში.
აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ-სა და ჩინეთს შორის შეჯიბრი კონფლიქტისკენ არ უნდა გადაიხაროს, ხოლო სი ძინპინთან მისი წინა შეხვედრები როგორც “გულწრფელი, პირდაპირი და სასარგებლო” შეაფასა.
“როგორც ყოველთვის, პირისპირი დისკუსიის შემცვლელი არ არსებობს. ჩვენს დისკუსიებს ყოველთვის მივიჩვენდი როგორც პირდაპირსა და გულწრფელს,” – აღნიშნა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მას და მის ჩინელ კოლეგას საკუთარი მოსახლეობების წინაშე პასუხისმგებლობა გააჩნიათ ერთად იმუშაონ, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა კლიმატის ცვლილება, ნარკოტიკების ტრაფიკისთვის წინააღმდეგობა და ხელოვნურ ინტელექტთან მიდგომა.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა