სანქცირებულმა და მაგნიტსკის სიაში მყოფმა ხარებას მოადგილემ თანამდებობა დატოვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის მოადგილემ მირზა კეზევაძემ თანამდებობა დატოვა.
“ბატონი მირზა კეზევაძე არავის არ გაუშვია სამსახურიდან, მან საკუთარი სურვილით მიმართა მინისტრს და წავიდა სამსახურიდან. აქ არანაირ გაშვებას ადგილი არ ჰქონია, მან საკუთარი სურვილით დატოვა შინაგან საქმეთა სამინისტროს რიგები”, – თქვა ქართული ოცნების შს მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.
მირზა კეზევაძე სანქცირებულია დიდი ბრიტანეთის მიერ. ასევე, -მა ის ვახტანგ გომელაურთან ერთად, მაგნიტსკის სიაში შეიყვანა.
ამასთან, მირზა კეზევაძე სანქცირებულია – გერმანიის, ჩეხეთის, ლიეტუვის, ლატვიისა და ს მიერ.
ცნობისთვის, 10 ივნისს თანამდებობა დატოვა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე ხარებამ.