სანქცირებულმა გომელაურმა მოადგილედ სანქცირებული თადუმაძე დანიშნა

რამდენიმე ქვეყნის მიერ, მათ შორის მაგნიტსკის სიაში მყოფმა ვახტანგ გომელაურმა სანქცირებული შალვა თადუმაძე მოადგილედ დაინიშნა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
2019 წლიდან დღემდე თადუმაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე, იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე. მანამდე კი, 2018-2019 წლებში ის მთავარი პროკურორის პოსტს იკავებდა.
თადუმაძე ლიეტუვისა და უკრაინის მიერ არის სანქცირებული. გომელაური კი დაასანქცირა დიდმა ბრიტანეთმა, ლიეტუვამ, ესტონეთმა, უკრაინამ, ასევე, -მა შეიყვანა მაგნიტსკის სიაში

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ჩხვირკია: 2008 წელს სახლიდან გავიქეცი, რომ ომში მიმეღო მონაწილეობა, 2022 წელს, უკრაინაში ვიყავი საბრძოლველად – თუ აქ, ათონელის სასახლესთან ვიღაცას მოვუწოდებდი და მერე გავიქეცი, ასეთი ირაკლი ჩხვირკიას დედა ვატირე!