სანქცირებული ყოფილი გენ. პროკურორი „ქეშად“ მილიონს ინახავს

ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი, რომელიც ახლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობს, მილიონერია. ის ასობით ათას ლარსა და დოლარს საბანკო ანგარიშების ნაცვლად ნაღდი ფულის სახით ინახავს. საუბარია ჯამში მილიონ ლარზე მეტ თანხაზე.
11 აგვისტოს მონაცემებით, მას ნაღდი ფულის სახით ჰქონდა:
· 250 000 ლარი;
· 290 000 ამერიკული დოლარი (7 სექტემბრის კურსით 780 970 ლარი) .
დოკუმენტში მითითებული არ არის, სად ინახავს მაღალჩინოსანი ამ ოდენობის ნაღდ ფულს.
დეკლარაციაში, რომელიც ბრიტანეთის მიერ სანქცირებულმა ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა გიორგი გაბიტაშვილმა 11 აგვისტოს შეავსო, არაფერი წერია მისი საბანკო ანგარიშების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მღელვარე სამყაროში, რომელიც სულ უფრო სწრაფად მოძრაობს, შობა გვთავაზობს პაუზის იშვიათ მომენტს, რომ ვისუნთქოთ, შევანელოთ ტემპი და გავიხსენოთ, რა არის ნამდვილად მნიშვნელოვანი

კახა კალაძე – მიღწეული შედეგები ნათლად წარმოაჩენს, რაოდენ მნიშვნელოვანია ქვეყანაში ძლიერი თვითმმართველობის არსებობა – ძლიერი თვითმმართველობა ქმნის მყარ საფუძველს ძლიერი, წარმატებული საქართველოსთვის