სანქცირებული მოსკოვის ბირჟა დოლარით და ევროთი ვეღარ ივაჭრებს

მოსკოვის ბირჟა იძულებულია დღეიდან, 13 ივნისიდან შეწყვიტოს ვაჭრობა ამერიკული დოლარით და ევროთი. მიზეზი ბირჟის სანქცირებაა. 12 ივნისს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გააფართოვა ში ომის გამო ს წინააღმდეგ მოქმედი სანქციები და ჩამონათვალს დაამატა მოსკოვის ბირჟაც(MOEX).
მოსკოვის ბირჟის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებული ცნობით, 13 ივნისიდან „სავალუტო ბაზარზე და ძვირფასი მეტალების ბაზარზე ვაჭრობა განხორციელდება ყველა ინსტრუმენტით, გარდა დოლარის და ევროსი“. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ბირჟის მიღმა დოლარით და ევროთი ვაჭრობა გაგრძელდება.
მოსკოვის ბირჟის გარდა, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ნაციონალურ კლირინგულ ცენტრს და ნაციონალურ დეპოზიტარს, რომლებიც რუსეთის სავალუტო ბაზარზე დოლარით ვაჭრობისას შუამავლები იყვნენ.
მოსკოვის ბირჟა რუსეთის ფინანსური სტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია, სადაც ბანკები, ბიზნესი და ინვესტორები ვალუტას ყიდულობენ და ყიდიან. რუსეთის ცენტრალური ბანკი სწორედ ამ ვაჭრობის შედეგების მიხედვით ადგენდა ეროვნული ვალუტის, რუბლის კურსს. სანქციებმა ეს სისტემა ფაქტობრივად გატეხა.
ამიერიდან რუსეთის ცენტრალური ბანკი რუბლის კურსს დაადგენს ბანკების ანგარიშგების და ბირჟის მიღმა ვაჭრობის მონაცემების მიხედვით. ანალიტიკოსების განმარტებით, კურსის განსაზღვრა გაუმჭვირვალე გახდება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ