სანქცირებული იგორ კოლომოისკის „ვარციხე ჰესი“ 8.7 მლნ ლარის ზარალზეა

საქართველოს ელექტროსისტემაში სულ 109 ჰესი არის გაერთიანებული. მათ 77 იურიდიული პირი ფლობს. გამომუშავებული სიმძლავრის მიხედვით, სადგურების 61% ქართული კომპანიების მფლობელობაშია, მათ შორის სახელმწიფო საკუთრებაშიც. სიმძლავრის მიხედვით, ჰესების 13% ჩეხური კომპანია ენერგო-პრო ჯორჯიას საკუთრებაშია, 7% – უკრაინული კომპანიების საკუთრებაში, 5% – ს, ხოლო 3%-3% თურქეთისა და ესპანეთის კომპანიების საკუთრებაში.
სიდიდით მეორე ყველაზე მსხვილი „ვარციხე ჰესის“ მფლობელი შპს „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზია“, რომელიც ლუქსემბურგშია რეგისტრირებული და მისი საბოლოო მფლობელები უკრაინელი ბიზნესმენები, გენადი ბოგოლიუბოვი და იგორ კოლომაისკი არიან.
გასულ წელს „ვარციხეჰესმა“ 827 მლნ კვტ საათი ელექტროენერგია გამოიმუშავა. კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, ჰესის აქტივები 2022 წლის ბოლოსთვის 126.6 მილიონ ლარს შეადგენდა, ხოლო კაპიტალი 104 მლნ ლარი იყო.
2022 წელს „ვარციხე ჰესი“ 2021 წლის მსგავსად ზარალზე გავიდა, რომელმაც 8.7 მლნ ლარი შეადგინა. კომპანიის შემოსავალი გასულ წელს 10 მლნ ლარზე მეტი იყო, რეალიზაციის თვითღირებულება კი 5.8 მლნ ლარი.
„2022 და 2021 წლების 31 დეკემბრის და 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით კომპანიის უშუალო მფლობელი იყო ლუქსემბურგში რეგისტრირებული შპს ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ 100%-იანი წილით.
2022 და 2021 წლების 31 დეკემბრის და 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შპს „ჯორჯიან ამერიქენ ელოიზ-ის საბოლოო მფლობელი კომპანიები იყვნენ შპს გ.მ. ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგი და შპს ალვერნა 90%-იანი და 10%-იანი წილებით, შესაბამისად.
2022 და 2021 წლების 31 დეკემბრის და 2021 წლის 1 იანვრის მდგომარეობით შპს გ.მ. ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგი-ს 100%-იანი მფლობელი იყო შპს ჯოლინ ჰოლდინგი რომლის 50%-ს ფლობდა და აკონტროლებდა შპს სიმ ლიმ თრასთ კომპანი ლიმითედი და რომლის საბოლოო მფლობელები იყვნენ გენადი ბოგოლიუბოვი 50%-იანი წილით და იგორ კოლომაისკი 50%-იანი წილით“, – ნათქვამია კომპანიის ანგარიშში.