2023 წლის მეოთხე კვარტალის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, აშშ-ის ხაზინის მიერ სანქცირებული „ვითიბი ბანკი საქართველო“ 12 თვის შედეგებით 38 385 ლარის წმინდა მოგებაზე გავიდა.
ფინანსური ანგარიშის თანახმად, იმის მიუხედავად, რომ „ვითიბიმ“ საკუთარი აქტივების და ვალდებულებების უდიდესი ნაწილი გაასხვისა, მას მაინც დარჩა დეპოზიტების და კრედიტების გარკვეული პორტფელი, რომლიდანაც ბანკი ამ დრომდე იღებს შემოსავლებს.
სანქციების დაწესებამდე ბანკის აქტივები 2.1 მილიარდი ლარი იყო და მას 1.55 მილიარდი ლარის საკრედიტო და 1.56 მილიარდის სადეპოზიტო პორტფელი ჰქონდა. ამჟამად კი ბანკის აქტივები 455 მილიონი ლარია, მისი სესხების პორტფელი 196.5 მილიონი, ხოლო სადეპოზიტო პორტფელი 17 მილიონი ლარია.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ბანკის საპროცენტო შემოსავალმა 21.8 მლნ ლარი, ხოლო საპროცენტო ხარჯმა 10 მლნ ლარზე მეტი შეადგინა. ადმინისტრაციულმა ხარჯმა 11.2 მლნ ლარზე მეტი შეადგინა, საიდანაც შრომის ანაზღაურებისთვის 9.8 მლნ ლარი განისაზღვრა.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, ბანკის 97%-იანი წილის მფლობელია რუსული VTB ბანკი, ხოლო საბოლოო ბენეფიციარი მესაკუთრე (60%-ით) არის რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო.