ქართული ოცნების შინაგან საქმეთა მინისტრმა, მაგნიტსკის სიაში მყოფმა და რამდენიმე ქვეყნის მიერ სანქცირებულმა ვახტანგ გომელაურმა მოადგილედ სანქცირებული უზენაესი სასამართლოს მოსამართლე შალვა თადუმაძე დანიშნა.
შალვა თადუმაძე ლიეტუვის და უკრაინის მიერ დასანქცირებულთა შორისა.
შალვა თადუმაძე 2019 წლიდან დღემდე საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტს იკავებდა, ასევე, იყო უზენაესი სასამართლოს უვადოდ არჩეული მოსამართლე.
“შალვა თადუმაძეს 2018-2019 წლებში საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა ეკავა, ასევე, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე.
შალვა თადუმაძემ 1998 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია; 2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით; 2006-2007 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში.
შინაგან საქმეთა მინისტრის ახლად დანიშნულ მოადგილეს როგორც საჯარო, ასევე, კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს”, – ვკითხულობთ შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.