„სანქცირებულთა სიას არ გამოვაქვეყნებთ…“ – ჯიმ ო ბრაიენი

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში -ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო ბრაიენმა განაცხადა, რომ არ გამოქვეყნდება იმ პირთა სია, რომლებსაც შეზღუდვები შეეხებათ.
„[ს] გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით ტექნიკურ დეტალს განვმარტავ. [სანქცირებულთა] სიას არ ვაქვეყნებთ. ეს არ არის ის, რის უფლებასაც გვაძლევს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება. ეს [შეზღუდვები] ეხება არა მხოლოდ თანამდებობის პირებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.
მანამდე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა სავიზო შეზღუდვის ახალი პოლიტიკა გამოაცხადა, რომელიც გავრცელდება იმ პირებზე, ვინც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, ასევე, მათი ოჯახის წევრების მიმართ.

ასევე დაგაინტერესებთ