სანქცირების შემდეგ “პრემიერი” არის პაროდია –

პოლიტოლოგი, , ესტონეთის და ლიეტუვის სანქციების სიაზე საუბრისას, მედიასთან ამბობს:
“პრემიერ-მინისტრი რომ სანქცირებულია ევროკავშირის ერთი, ორი ან უფრო მეტი ქვეყნის მიერ, ეს ნიშნავს, რომ ის ვერ განახორციელებს თავის უფლებამოვალეობას. მისი მოვალეობა რა არის? რომ საგარეო პოლიტიკური აქტივობები ჰქონდეს. ურთიერთობების დეგრადაციის პროცესი უკვე იმ დონეზეა, რომ კანონზომიერია, რომ ეს პროცესი განვითარდეს და გაფართოვდეს. არა მხოლოდ ევროპაში, არამედ -ს პოზიციასაც ვხედავთ უკვე. საერთოდ, ჩვენი ხელისუფლება სტერილურია უკვე საერთაშორისო გაგებით, არათუ საგარეო ურთიერთობებში, არამედ შიგნითაც, რამდენიმე შენობას აკონტროლებენ. რას აკონტროლებენ? შენობიდან შენობაზე გადარბენაზე არიან დაცვით. ჩვენ კი ვიცით, რომ ის თოჯინაა სხვის ხელში, მაგრამ წმინდა ფორმალური გაგებითაც კი, თავი გავანებოთ ამ მანკიერებას, რაც მმართველობის სისტემაშია დამკვიდრებული, ის პოლიტიკურ კომაშია. მას არანაირი დიაპაზონის რეალური მოქმედების საშუალება არ აქვს და თუ ბიძინას ასეთი სურვილი აქვს, ეჯდება კაბინეტში, ეწერება . ის არ არის რეალური, ქმედითი პრემიერ-მინისტრი, არის პაროდია, ისევე როგორც ტრაგიკომედიაა პრეზიდენტი.
დღეს ესტონეთმა “ოცნების” 14 მაღალჩინოსანი დაანსაქცირა, რომელთა სიაშიც ირაკლი კობახიძეცაა. საუბარია სავიზო შეზღუდვებზე. დღესვე, “ოცნების” წინააღმდეგ სანქციები ლიეტუვამაც დააწესა და 17 კაციან შავ სიაში ასევეა – .

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია