სანქცირებისთვის ახსნა უნდა მოეძებნათ და ლაშა ტალახაძეს აგრესიულობა დააბრალეს – პროპაგანდისტების ჯგუფი ებრძვის ყველას, ვისაც საქართველოსთვის რამე სიკეთე მოუტანია

სანქცირებისთვის ახსნა უნდა მოეძებნათ და ლაშა ტალახაძეს აგრესიულობა დააბრალეს – პროპაგანდისტების ჯგუფი ებრძვის ყველას, ვისაც საქართველოსთვის რამე სიკეთე მოუტანია
„ქართული ოცნების“ დეპუტატი, თენგიზ შარმანაშვილი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ვებგვერდზე გავრცელებულ ს მიერ სანქცირებული პირების აღწერას ეხმიანება, სადაც ორგანიზაცია განმარტავს, რომ ლაშა ტალახაძე აგრესიულობის გამო დასანქცირდა. როგორც შარმანაშვილი აღნიშნავს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ არის პროპაგანდისტების ჯგუფი, რომლებიც ფინანსდებიან ფონდებიდან, ასრულებენ მათ შეკვეთებს და ებრძვიან ყველა ადამიანს, ვისაც საქართველოსთვის რამე სიკეთე მოუტანია. „არასამთავრობო ორგანიზაცია უნდა იყოს ნეიტრალური.
ის ნეიტრალურად უნდა უყურებდეს მოვლენებს და თუ რამეს უარყოფითს დაინახავს ხელისუფლებასაც უნდა მიუთითოს და ოპოზიციასაც. მაგრამ როდესაც ერთი პატრონი ჰყავთ მათ და ამ პატრონებზე უკვე ლაპარაკიც აღარ მინდა, თვითონ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ამხილა ისინი, ის ფონდები, რომლებიც მათ პატრონობდნენ, ამ არასწორი საქციელის ჩადენის გამო, ერთადერთი მიზნით, რომ საქართველოს თავისი სუვერენული სახე დაეკარგა.
წარმოიდგინეთ, იმდენად უნდა მოეძებნათ რაღაცა ახსნა ამისათვის ლაშა ტალახაძეს დააბრალეს აგრესიულობა, თითქოს ლაშა ტალახაძე დასანქცირდა აგრესიულობისთვის. ეს არის პროპაგანდისტების ჯგუფი, რომლებიც ფინანსდებიან ფონდებიდან და რა თქმა უნდა ასრულებენ მათ შეკვეთებს და ებრძვიან ავტორიტეტებს, ებრძვიან ყველანაირ ადამიანს, ვისაც საქართველოსთვის რამე სიკეთე მოუტანია“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია TBC ბანკის ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: როდესაც საუბარია ამხელა ბანკზე, ის მინიმუმ ვალდებულია გამოეხმაუროს ამ რადიკალის მიერ მისი პლატფორმის გამოყენებას. ქალბატონის, რომელსაც სძულს ყველა და ყველაფერი

დასავლეთმა არაერთხელ უარყო რუსეთთან მშვიდობა – საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამ დამღუპველი თამაში ისევ წამოიწყეს, რაც ღრმად საფრთხის შემცველია ევროპისთვის, პირველ რიგში იმიტომ, რომ ისინი კიდევ ერთ ომში შედიან

შალვა პაპუაშვილი “თიბისი ბანკის” ოპოზიციონერ აქტივისტ ნანა დიხამინჯიასთან თანამშრომლობაზე: ნაკლებად სასურველია, როდესაც ბიზნესთან ხდება სიძულვილის ენის მატარებელი, სიძულვილის განმასახიარებელი ადამიანების გაიგივება – ასეთი მოვლენები, ზოგადად, ძალიან მძიმეა