“სანქციები უნდა იყოს პერსონალური, მძლავრი და კომპლექსური როგორც აშშ-ს, ასევე ევროპისგან” – გამზარდია

ჟურნალისტი, არჩილ გამზარდია:
არავის გაგიკვირდეთ და არ გაგეცინოთ, თუ მალე “ქართული ოცნება” კაცებს გრძელ თმას, შორტებს და ა.შ. აუკრძალავს, ხოლო ქალებს შარვალს, მოკლე თმას და ა.შ.
ხელისუფლებას სიმახინჯეების მიღების ისეთი ტემპი აქვს აღებული, ერთის გააზრებას ვერ ვასწრებთ, მეორე მოსდევს, შემდეგ მესამე და ა.შ. საზოგადოებრივი ფოკუსი ვერ კონცენტრირდება სახელისუფლებო მანკიერებებზე მათი სიმრავლის გამო და ამ პროცესს ჯერჯერობით ვერაფერი აჩერებს.
ამიტომ უნდა იყოს სანქციები პერსონალური, მძლავრი და კომპლექსური როგორც -ს, ასევე ევროპისგან. ესეც მხოლოდ უკუკავშირის ფრაგმენტია.

ასევე დაგაინტერესებთ