„სანქციები საშუალო და დაბალი რანგის მოხელეებს“ – რა წერია ევროპარლამენტის საგარეო კომიტეტის ანგარიშში, რომელსაც 4 ივნისს მიიღებენ

ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი ხვალ, 4 ივნისს მიიღებს დოკუმენტს, რომლითაც კიდევ ერთხელ გააკრიტიკებს საქართველოში „ქართული ოცნების“ მთავრობას, მას უწოდებს „დე ფაქტო ხელისუფლებას“, „ლეგიტიმურ პრეზიდენტად“ კი სალომე ზურაბიშვილს მოიხსენიებს.
ეს დოკუმენტი არის ანგარიში 2023-24 წლებში საქართველოში პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით – მომხსენებელი კი არის ლიეტუველი ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის წევრი რასა იუკნევიჩიენე.
რადიო თავისუფლებამ მოიპოვა შეჯერებული ანგარიშის საბოლოო ვერსია.
14-გვერდიან ანგარიშში აღნიშნულია, რომ „კანდიდატის სტატუსი საქართველოს პირობებით მიენიჭა, ხოლო „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში საქართველოს არ ჰქონია პროგრესი პრიორიტეტულ მიმართულებებში – პირიქით, „რეგრესიც კი განიცადა“.
2024 წლის საპარლამენტო მოხსენიებულია, როგორც „გაყალბებული არჩევნები“, რომელიც გახდა „ავტორიტარული რეჟიმისკენ შემობრუნების წერტილი“, რის შემდეგაც მოხდა „სახელმწიფო ინსტიტუტებისა და დემოკრატიული დაცვის მექანიზმების უკანონო მიტაცება“.
მზია ამაღლობელი
კომიტეტი შეშფოთებას გამოხატავს „პოლიტიკური პატიმრების მზარდი რიცხვის გამო“ და ყველა მათგანის გათავისუფლებას მოითხოვს.
ამასთან, ანგარიშში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი გამოყოფს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს და წერს:
„ჟურნალისტი მზია ამაღლობელი იმყოფება წინასწარ პატიმრობაში გაყალბებული ბრალდებებით“.
მზია ამაღლობელის შესახებ დღეს, ადამიანის უფლებათა ქვეკომიტეტის რიგგარეშე სხდომაზე, ისაუბრა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ, – რომელიც ხვალ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს წარუდგენს აღნიშნულ ანგარიშს.
ევროპარლამენტარმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ევროპარლამენტის მომდევნო სესიაზე მიიღონ რეზოლუცია მზია ამაღლობელთან დაკავშირებით.
იუკნევიჩიენემ, – რომელიც მაისის ბოლოს საქართველოში რამდენიმე ევროპარლამენტართან ერთად იმყოფებოდა, – განაცხადა:
„ჩვენ გვსურდა მზია ამაღლობელის მონახულება ციხეში. მოვითხოვეთ ნებართვა, მაგრამ არ დაგვრთეს ნება. ეს მამაცი ჟურნალისტი გახდა საქართველოში დღეს დაპატიმრებულთა სიმბოლო, ამიტომ გსურს ჩვენი სოლიდარობა გამოვხატოთ მისდამი“.
სხვადასხვა აქცენტი
კომიტეტი ასევე:
· გმობს „700-მდე საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებას 2024 წლის დეკემბრის შემდეგ, მათ მიერ პროევროპული პროტესტის მხარდაჭერის გამო“;
· გმობს პარტიის მაღალი რანგის პირთა, პარლამენტარებისა და მთავრობასთან აფილირებული მედიის მიერ ევროკავშირის შესახებ „რეგულარულ მანიპულაციურ ნარატივებს, დეზინფორმაციასა და შეთქმულების თეორიებს“;
· ხაზს უსვამს „ს პასუხისმგებლობას“ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, ასევე, პასუხისმგებელ პირებს შორის ასახელებს ირაკლი ს, შალვა პაპუაშვილს, ვახტანგ გომელაურს, სა და ირაკლი ღარიბაშვილს;
· მოუწოდებს ევროკავშირს, „სხვა იურისდიქციებთან, კერძოდ, გაერთიანებულ სამეფოსთან თანამშრომლობით, გაყინოს ბიძინა ივანიშვილის ფინანსური აქტივები“;
· კომიტეტი ასევე გმობს უნგრეთისა და ს მთავრობების მიერ ევროკავშირის საბჭოში ივანიშვილის სანქცირების შესახებ გადაწყვეტილებების მიღების „ობსტრუქციას“ და „უნგრეთის მთავრობის მიერ „ქართული ოცნებისათვის“ ლეგიტიმაციის მინიჭების მცდელობას“.