ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსმა (ALDE Party) კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და პარტნიორ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზნობრივი სანქციები, მათ შორის მოგზაურობის აკრძალვაზე ქართული ოცნების ყველა დონის თანამდებობის პირების წინააღმდეგ.
ტექსტში მოწოდებებია ახალ საპარლამენტო არჩევნებსა და სინდისის პატიმრების გათავისუფლებაზე. დოკუმენტში ქართული ოცნების მთავრობა მოხსენიებულია რეჟიმად.
დოკუმენტი გმობს მშვიდობიანი მოქალაქეებისა და ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას.
რეზოლუციაში ასევე მოწოდებებია დასავლეთის მიმართ, მხარი დაუჭირონ სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას.
დოკუმენტში ასევე საუბარია 2025 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებზე და ნათქვამია, რომ ის ჩატარდა საერთაშორისო დამკვირვებლების გარეშე, ცენზურის პირობებში.




