სანქციები ივანიშვილს, ფინანსური დახმარებისა და მოლაპარაკებების გახსნის შეჩერება – ლექსმანის ინიციატივა რუსული კანონის საპასუხოდ

ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის შეფასებით, კანონი, რომლის მიღებასაც “ქართული ოცნება” გამჭვირვალობის საბაბით ცდილობს, “იგივე მოდელია, როგორიც არის პუტინის რუსეთში”.
ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ლექსმანმა დაასახელა ნაბიჯი, რითაც, მისი აზრით, უნდა უპასუხონ “ქართული ოცნების” მცდელობას, მიიღოს რუსული კანონი მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად.
“საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ დააინიციირა კანონპროექტი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ფაქტია, რომ ეს კანონპროექტის ტექსტი, რომელსაც განიხილავს საქართველოს პარლამენტი, ეწინააღმდეგება ევროკომისიის იმ რეკომენდაციებს, რომლებიც უნდა შეესრულებინა საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ეს არის იგივე მოდელი, როგორიც არის პუტინის რუსეთში. კრემლისა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლის ნაცვლად, ეს კანონი ძირს უთხრის სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიას. კანონზე, რომელიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის მისწრაფებებს და უგულებელყოფს ევროკომისიის რეკომენდაციებს, ჩვენი პასუხი უნდა იყოს ნათელი: პირველ რიგში, ჩვენ უნდა გავყინოთ მოლაპარაკების გახსნის პროცესი საქართველოსთვის; მეორე, ნებისმიერ სამომავლო ფინანსური დახმარება უნდა იყოს გაცემული იმ პირობით, თუ ამ საზიანო კანონს გაიწვევენ; ბოლოს, მე კიდევე ერთხელ მოვიწოდებ ევროპულ საბჭოს, სანქციები დაუწესოს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს და თავისუფლება მიხეილ სააკაშვილს”, – განაცხადა მირიამ ლექსმანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ბათუმელების“ ინფორმაციით, გამომცემლობის დირექტორმა მზია ამაღლობელმა სახალხო დამცველის წარმომადგენელს განუცხადა, რომ დაკავების შემდგომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას