ხელს ვაწერ ყველაფერზე რაც იყო ნათქვამი და ნამდვილად ვეწინააღმდეგები იმას რასაც აკეთებს საქართველოს მთავრობა, მაგრამ დავამატებ, ჩემი აზრით, თუ ვლაპარაკობთ უცხოელ აგენტებზე, ერთადერთი უცხოელი აგენტები არიან ისინი, ვინც არიან საქართველოს მთავრობაში. იმიტომ, რომ მათ შემოაქვთ კანონი, რომელიც ავნებს საქართველოს… მაინტერესებს საით მიექანება საქართველოს მთავრობა და მმართველი პარტია? ჩვენ ნამდვილად სოლიდარობას ვუცხადებთ საქართველოში იმ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებენ და ასევე ვუერთდებით მათ, ვინც მოითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და ნამდვილად უნდა დაუწესდეს სანქციები ბატონ ივანიშვილს.