სანქციები არ მიყვარს – რასაც ჩვენ სანქციებით ვაკეთებთ, არის ის, რომ ყველას ვაიძულებთ მიგვატოვონ – დონალდ ტრამპი

სანქციები არ მიყვარს, ირანთან მიმართებაში ისინი სასარგებლო იყო, მაგრამ ირანთან სანქციები არც მჭირდებოდა, – ამის შესახებ -ის ყოფილმა პრეზიდენტმა და „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა.
შეკითხვას, უფიქრია თუ არა ს წინააღმდეგ დაწესებული სანქციების შემსუბუქებაზე, როგორც ში ომის დასრულების „შეთანხმების“ ნაწილის, დონალდ ტრამპმა დადებითი პასუხი გასცა.
„დიახ. რასაც ჩვენ სანქციებით ვაკეთებთ არის ის, რომ ყველას ვაიძულებთ მიგვატოვონ. ამიტომ, მე სანქციები არ მიყვარს. ირანთან მიმართებაში ისინი სასარგებლო იყო, მაგრამ ირანთან სანქციები არც მჭირდებოდა. მე ვუთხარი ჩინეთს, რომ რუსეთიც მსგავს მდგომარეობაშია. ხალხმა გააცნობიერა, რომ 30 წლის განმავლობაში, ყველა პრეზიდენტის დროს, ჩინეთი ამ ქვეყანას ძარცვავდა და ერთადერთი მე ვარ, ვინც ჩინეთიდან უზარმაზარი თანხა, ასეულობით მილიარდი დოლარი აიღო“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.