სანქციები არის კომერციული ბანკების მიერ აღსასრულებელი – ფინანსთა მინისტრის მოადგილე

სანქციები არის კომერციული ბანკების მიერ აღსასრულებელი, ფინანსთა სამინისტრო ვერანაირად იქნება ამ ნაწილში ჩართული, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, რითაც -ის სანქციების ახალ პაკეტთან დაკავშირებით დასმულ კითხვას გასცა პასუხი.
მისი თქმით, სამინისტროს კომერციულ ბანკებთან მიმართებით არანაირი ბერკეტი არ აქვს.
„ფინანსთა სამინისტროს არ ეხება, ეს არის კომერციული ბანკების მიერ აღსასრულებელი სანქცია. ჩვენ ვერანაირად ვერ ვიქნებით ჩართული ამ ნაწილში. მე დღეს მოვისმინე საბანკო ასოციაციის განმარტება, რომელმაც თქვა, რომ საქართველოს ყველა კომერციული ბანკი უზრუნველყოფს შესაბამისი სანქციების აღსრულებას, შესაბამისად, ჩვენ, ფინანსთა სამინისტრო დამატებით აღსრულების ნაწილში ვერ ჩავერთვებით. ჩვენ არ გვაქვს არანაირი ბერკეტი კომერციულ ბანკებთან მიმართებაში და არ არის ჩვენი პროფილი ეს საქმიანობა.
მე არ მგონია, რომ საბანკო სექტორს რაიმე რეპუტაცია გადასარჩენი ჰქონდეს, საბანკო სექტორი უზრუნველყოფს თავისი პროცედურების მიხედვით ამ სანქციების აღსრულებას,” – განაცხადა კაკაურიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ