სანქციების 50-დღიანი ვადა დროის და სიცოცხლის ფუჭი კარგვაა. პუტინი ტრამპს ატყუებს! – ზელენსკი

ყოველი დღე ჩვენთვის საშინელებაა, – ასე გამოეხმაურა ზელენსკი „50 დღეს“, რომელიც ტრამპმა პუტინს მისცა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ ძალიან მადლიერია ს წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერისთვის, კერძოდ, იმ ქვეყნების წინააღმდეგ პოტენციური 100-პროცენტიანი ტარიფებისთვის, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, თუ მოსკოვი სამშვიდობო შეთანხმებაზე არ დათანხმდება.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, რუსეთისთვის საქნციების 50-დღიანი ვადა დროისა და ადამიანების სიცოცხლის ფუჭად კარგვაა, რადგან, მისი თქმით, პუტინი ტრამპს ატყუებს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, 50-დღიანი ვადა ნიშნავს მხოლოდ კიდევ უფრო მეტ სიკვდილსა და განადგურებას თითქმის ორი თვის მანძილზე.
„50 დღე ჩვენთვის უბრალოდ საშინელებაა, ყოველი დღე საშინელია“,- აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკის თქმით, რუსეთის პრეზიდენტი მზად არ არის კომპრომისებისთვის თავისი სასტიკი ომის დასასრულებლად, თუმცა პრეზიდენტ ტრამპს აქვს ძალა, რომ ის დააჩოქოს მკაცრი სანქციების დაჩქარებით, რამაც შეიძლება, რუსეთში „სოციალური აფეთქება“ გამოიწვიოს.