“სანქციების საკითხი არ მაწუხებს… რომ მქონდეს საშუალება ადვოკატი დავიქირაო და ასიათასობით თანხა ვუხადო, სიმართლეს დავადასტურებდი” – ლევან მურუსიძე

იცით, რა არის? მე რომ მქონ­დეს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ად­ვო­კა­ტი და­ვი­ქი­რაო და მას ასი­ა­თა­სო­ბით თან­ხა ვუ­ხა­დო და­ვა­დას­ტუ­რებ­დი, რომ ნამ­დვი­ლად ის არის იმი­ტომ, რომ ასი პრო­ცენ­ტით მარ­თა­ლი ვარ, – ამის შე­სა­ხებ სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ, იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რმა, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ “ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ გა­ნუ­ცხა­და, რო­დე­საც უპა­სუ­ხა შე­კი­თხვას, აპი­რებს, თუ არა სარ­ჩე­ლის მომ­ზა­დე­ბას და -ში გაგ­ზავ­ნას მისი და­სან­ქცი­რე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, რო­გორც ამას აპი­რებ­და ასე­ვე ერთ-ერთი სან­ქცი­რე­ბუ­ლი მო­სა­მარ­თლე ლე­ვან შენ­გე­ლია.
ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის თქმით, მისი და­სან­ქცი­რე­ბის სა­კი­თხთან კო­რუფ­ცია არა­ფერ შუ­ა­შია და სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტის ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა სხვა რა­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.
“სი­მარ­თლე გი­თხრათ, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოჩ­ნდე­ბა იმ­დე­ნად და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი, არაზ­ნე­ობ­რი­ვია და არა­ფერს ეფუძ­ნე­ბო­და ეს სან­ქცი­ე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოჩ­ნდე­ბა და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ცხა­დი გახ­დე­ბა. სი­მარ­თლე გი­თხრათ, სან­ქცი­ე­ბის სა­კი­თხი არ მა­წუ­ხებს იმი­ტომ, რომ 100%-ით მარ­თა­ლი ვარ, შე­სა­ბა­მი­სად, გავ­ყვე­ბი და რაც იქ­ნე­ბა ეგ არის. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, იცით, რა არის? მე რომ მქონ­დეს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ად­ვო­კა­ტი და­ვი­ქი­რაო და მას ასი ათა­სო­ბით თან­ხა ვუ­ხა­დო და­ვა­დას­ტუ­რებ­დი, რომ ნამ­დვი­ლად ის არის იმი­ტომ, რომ ასი პრო­ცენ­ტით მარ­თა­ლი ვარ. ერთი სი­ტყვით, ყვე­ლა­ფე­რი და­ლაგ­დე­ბა, ასე მგო­ნია იმი­ტომ, რომ მარ­თა­ლი ვარ. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა, რო­გორ იქ­ნე­ბა.
რას და­ვა­პი­რებ და რას გა­ვა­კე­თებ ამას დრო გვიჩ­ვე­ნებს. ახლა, სი­მარ­თლე გი­თხრათ, ჩემ­თვის მთა­ვა­რი არის ის, რომ მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ და მი­მაჩ­ნია, რომ ეს აბ­სო­ლუ­ტუ­რად მი­უ­ღე­ბე­ლი იყო და შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ ადა­მი­ანს, მოქ­მედ მო­სა­მარ­თლეს აბ­რა­ლებ­დე კო­რუფ­ცი­ას, მაგ­რამ თვი­თო­ნაც იცი­ან, რომ აქ კო­რუფ­ცია არა­ფერ შუ­შია და რე­ა­ლუ­რად მე მგო­ნია, რომ ჩემი და­სან­ქცი­რე­ბის სა­კი­თხი სხვა რა­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. მერე, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა იმი­ტომ, რომ ყვე­ლამ იცის, კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ნამ­დვი­ლად არ ვარ. თუ რამე იყო კო­რუფ­ცი­ის სა­ფუძ­ვე­ლი შე­ეძ­ლოთ კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი ეთ­ქვათ, მაგ­რამ კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტის და­სა­ხე­ლე­ბის გა­რე­შე მო­სა­მარ­თლეს აბ­რა­ლებ­დე, რომ ის კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლია ეს უკვე სხვა თე­მაა“, – გა­ნა­ცხა­და ლე­ვან მუ­რუ­სი­ძემ.
კი­თხვა­ზე, გა­მო­რი­ცხავს, თუ არა სარ­ჩე­ლით მი­მარ­თოს აშშ-ში სა­სა­მარ­თლოს ასე უპა­სუ­ხა:
“არ გა­მოვ­რი­ცხავ, ახ­ლაც ვფიქ­რობ, არ ვიცი, ვნა­ხოთ, შევ­ხე­დოთ, რა და რო­გორ იქ­ნე­ბა“-გა­ნა­ცხა­და მუ­რუ­სი­ძემ.
ცნო­ბის­თვის, აშშ-მ 2023 წლის გა­ზა­ფხულ­ზე, ოთხ ქარ­თველ მო­სა­მარ­თლეს – მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძეს, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძეს, ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას და ვა­ლე­რი­ან ცერ­ცვა­ძეს სან­ქცი­ე­ბი და­უ­წე­სა. აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის, ენ­ტო­ნი ბლინ­კე­ნის გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, ამე­რი­კის სა­ხელ­მწი­ფო დე­პარ­ტა­მენ­ტი მი­ხე­ილ ჩინ­ჩა­ლა­ძის, ლე­ვან მუ­რუ­სი­ძის, ირაკ­ლი შენ­გე­ლი­ას და ვა­ლე­რი­ან ცერ­ცვა­ძის სა­ჯა­რო სან­ქცი­რე­ბას ახ­დენს, ვი­ზის აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ 7031(c) წე­სის სა­ფუძ­ველ­ზე, მნიშ­ვნე­ლო­ვან კო­რუფ­ცი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მათი ჩარ­თუ­ლო­ბის გამო.
რო­გორც გან­ცხა­დე­ბა­ში ბლინ­კე­ნი გან­მარ­ტავს, აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა, ბო­რო­ტად გა­მო­ი­ყე­ნეს მათი თა­ნამ­დე­ბო­ბა რო­გორც სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რე­ებ­მა და იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს წევ­რებ­მა, რი­თაც ზი­ა­ნი მი­ა­ყე­ნეს სა­მარ­თლის უზე­ნა­ე­სო­ბა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნდო­ბას სა­ქარ­თვე­ლოს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მის მი­მართ.