“[სანქციების] რადარზე ქართველი მაღალჩინოსნებიც უნდა იყვნენ” | კოლსი

“სენატორ როჯერ უიკერთან მყარი თანხვედრა [გვაქვს]: სანქციები უნდა შენარჩუნდეს და მის ხელშემწყობებზეც გავრცელდეს, თუნდაც ისინი მოკავშირე ქვეყნებიდან იყვნენ,” – ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი X-ზე წერს.
მისი ინფორმაციით, ევროკავშირი მუშაობს, როგორ შეიზღუდოს, კრემლის გავლენის მავნე გავრცელება
“განვიხილეთ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოახლოებული ყოველწლიური სესია და ის, თუ როგორ უნდა შევზღუდოთ კრემლის გავლენის მავნე გავრცელება – მათ შორის, რეჟიმთან დაკავშირებული სავიზო რეჟიმის გამარტივების დაბლოკვის მცდელობები… ამ საკითხზე, რადარზე ქართველი მაღალჩინოსნებიც უნდა იყვნენ”,” – წერს კოლსი.