„სანქციების მიუხედავად, „როსატომი“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალი რეაქტორების მშენებლობაში მონაწილეობს“ – „ფაინენშელ თაიმსი“

დასავლური სანქციების მიუხედავად, „როსატომი“ მთელი მსოფლიოს მასშტაბით ახალი რეაქტორების მშენებლობაში მონაწილეობს.
როგორც „ფაინენშელ თაიმსი“ წერს, „ რჩება ატომური ელექტროსადგურების უკონკურენტო ექსპორტიორად. მონაწილეობას იღებს ახალი რეაქტორების მესამედის მშენებლობაში, რაც კი მსოფლიოში შენდება, მათ შორის, ჩინეთში, ინდოეთში, ირანსა და ეგვიპტეში“.
გამოცემის თანახმად, „როსატომი“ უზრუნველყოფს რეაქტორებისა და საწვავის მიწოდებას, ექსპლუატაციიდან მათ გამოყვანასა და ნარჩენების მართვას.
ში ომის დაწყებამდე ატომური ელექტროსადგურების მშენებლობის ნახევარში სწორედ რუსეთი იყო ჩართულ. მის მთავარ კონკურენტებზე – ჩინეთზე, საფრანგეთზე, იაპონიაზე, სამხრეთ კორეასა და -ზე კი, ჯამურად, დაახლოებით, 40% მოდიოდა. ელექტროსადგურის მშენებლობა, დაახლოებით, 10 წელს გრძელდება. რეაქტორის ექსპლუატაციის ვადა კი 60 წელს შეადგენს. დემონტაჟისთვის მომზადება, მათ შორის, რადიაქტიური ნაწილების ამოღება 10-20 წელს საჭიროებს“, – ნათქვამია მასალაში.
აღინიშნება, რომ „როსატომი“ ბანგლადეშში12 მილიარდი დოლარის ღირებულების ბირთვულ ელექტროსადგურს აშენებს. ასევე, ჩართულია თურქეთში ბირთვული ელექტროსადგურების მშენებლობის პროცესში.
„როსატომმა“ ხელი მოაწერა 20-ზე მეტ ურთიერთგაგების მემორანდუმს აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებთან.
1tv.ge