სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა თითქმის 36 მლნ ლარით გაიზარდა

მიმდინარე წლის 10 თვეში სანქციებიდან ბიუჯეტში შესული თანხა თითქმის 36 მლნ ლარითაა გაზრდილი.
როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებიდან (კონსოლიდაციის გარეშე) ირკვევა, 2025 წლის 10 თვეში სანქციებიდან, საურავებიდან და ჯარიმებიდან სახელმწიფოს ხაზინა 365 824 285 ლარით შეივსო. მაჩვენებელი ერთი წლის წინ (2024 წლის იანვარ-ოქტომბერში) 330 098 197 ლარი იყო.
წელს იანვარ-ოქტომბერში ბიუჯეტში შესული 365.8 მლნ ლარიდან 303.648 მლნ ლარზე მეტი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე გამოწერილ ჯარიმებზე მოდის. შედარებისთვის, წინა წელს იმავე მუხლით, ბიუჯეტში 279.630 მლნ ლარი შევიდა.