სანქტ-პეტერბურგის აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა

სანქტ-პეტერბურგის აეროპორტმა ფრენები დროებით შეაჩერა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ს საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოზე („როსავიაცია“) დაყრდნობით ავრცელებს.
„სამოქალაქო თვითმფრინავების ფრენების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, დღეს, მოსკოვის დროით 07:45 საათიდან სანქტ-პეტერბურგის „პულკოვოს“ აეროპორტში დროებითი შეზღუდვები დაწესდა“, – აცხადებს „როსავიაცია“.
რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს ფრენების შეჩერების კონკრეტული მიზეზი არ დაუსახელებია, თუმცა რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ქვეყნის სხვადასხვა ოლქებში 16 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დრონები ბრიანსკის, სმოლენსკის, ბელგოროდის, ფსკოვისა და ლენინგრადის ოლქების თავზე ჩამოაგდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სამწუხაროა, რომ ევროკავშირის საელჩომ ისე ჩაატარა ევროპის დღის ღონისძიება, ერთი სიტყვითაც არ მიულოცა ქართველ ხალხს 9 მაისი – ევროპის დღის და ფაშიზმზე გამარჯვების აღნიშვნა ერთმანეთს არ უნდა გამორიცხავდეს

ირაკლი ფავლენიშვილი – ორგანიზაცია, „ქართული ოცნება“, დგას ნარატივზე, რომ დასავლეთი მთავარი ამრევია და ჰგონიათ, ასეთი განცხადებების ფონზე მათი დასავლეთისგან იზოლირება არ მოხდება – შედეგი სამწუხარო იქნება