სანფრანგეთის პრემიერმინისტრი თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ თვეზე ნაკლებში გადადგა

საფრანგეთის პრემიერმინისტრი, სებასტიენ ლეკორნუ თანამდებობაზე დანიშვნიდან ერთ თვეზე ნაკლებში გადადგა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა 39 წლის ლეკორნუ, რომელიც მისი ახლო მოკავშირეა, პრემიერმინისტრად 10 სექტემბერს დანიშნა. მანამდე ის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას იკავებდა და ცნობილი იყო, როგორც უკრაინის სამხედრო დახმარების აქტიური მხარდამჭერი.
მის წინამორბედს, ფრანსუა ბაირუმს პარლამენტმა უნდობლობა სექტემბრის დასაწყისში გამოუცხადა.
მაკრონმა ლეკორნუს პარლამენტის პოლიტიკურ ძალებთან ერთად კონსულტაციების ჩატარება და ბიუჯეტის მიღება დაავალა.