“სანტუში აზერბაიჯანის ნაკრებში გელოდება” – ბაქოში ჩასულ რონალდინიოს შეთავაზება გაუკეთეს

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი რონალდინიო აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში იმყოფება, სადაც გაერო-ს კლიმატის ცვლილებების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
azerisport.com იტყობინება, ვიზიტის ფარგლებში ის უკვე ეწვია ბაქოს საფეხბურთო კლუბების “საბაჰის”, “ზირასა” და “ნეფტჩის” აკადემიებს.
ღონისძიების ფარგლებში, აზერბაიჯანის ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა სარხან ჰაჯიევმა რონალდინიოს აზერბაიჯანის ნაკრები მაისური გადასცა და ხუმრობით უთხრა, რომ მათი ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდო სანტუში აზერბაიჯანის ნაკრებში ელოდება.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში