სანტორინიზე ბიძგები კვლავ გრძელდება, ღამით 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა

სა­ბერ­ძნე­თის კუნ­ძულ სან­ტო­რი­ნი­ზე მცი­რე ბა­ლის ბიძ­გე­ბი კვლავ გრძელ­დე­ბა.
რო­გორც theguardian-ი წერს, ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ მრა­ვალ მცი­რე სიმ­ძლავ­რის ბიძ­გებს შო­რის, ორი შე­და­რე­ბით ძლი­ე­რი იყო. რიხ­ტე­რის შკა­ლით 4,7 და 5 ბა­ლი­ა­ნი.
ად­გი­ლობ­რივ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­და­წყვი­ტა სკო­ლე­ბის და­ხურ­ვა კი­დევ რამ­დე­ნი­მე კვი­რით გა­ა­ხან­გრძლი­ვოს, რად­გან ექ­სპერ­ტე­ბი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ უფრო ძლი­ერ მი­წისძვრებს.
ბერ­ძნუ­ლი გა­ზე­თი Kathimerini იტყო­ბი­ნე­ბა, რომ არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, კუნ­ძუ­ლი 13 000-ზე მეტ­მა მცხოვ­რებ­მა უკვე და­ტო­ვა.