სანტე: 2018-ში ჩვენ აღმოვაჩინეთ შეუსაბამობა “ყვარლის ბაგის” რძეში, უარი ვთქვით გამოყენებაზე

რადიო თავისუფლების ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით კომპანია სანტე განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ “ხარისხის სტანდარტებთან შეუსაბამობის შემთხვევაში რძე უბრუნდება ფერმას და არ გამოიყენება წარმოების პროცესში”.
სანტეს განცხადებით, 2018 წელს სწორედ მათმა კომპანიამ აღმოაჩინა შეუსაბამობა “ყვარლის ბაგის” რძეში, რის გამოც უარი განაცხადა რძის მიღებასა და წარმოებაში მის გამოყენებაზე.
“სანტე 1997 წლიდან დღემდე უმსხვილესი რძის გადამამუშავებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც წლის განმავლობაში 20 მილიონ ლიტრამდე რძეს იბარებს და ამუშავებს. თანამშრომლობს საქართველოს ბაზარზე არსებულ ყველაზე მსხვილ ფერმებთან, და გარდა ამისა, ფლობს რძის ჩაბარების პუნქტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით.