სანკტ-პეტერბურგის აეროპორტმა მუშაობა აღადგინა მეზობელ რეგიონში დრონის ჩამოგდების შემდეგ

რუსეთის წარმომადგენელთა თქმით, 10 მარტს ლენინგრადის რეგიონში, სოფელ ფორნოსოვოსთან ჩამოგდებულ იქნა უკრაინის დრონი – მას მერე, რაც მუშაობა შეზღუდა სანკტ-პეტერბურგის პულკოვოს აეროპორტმა.
აეროპორტმა მუშაობა აღადგინა დაახლოებით ორსაათიანი პაუზის შემდეგ. პაუზის დროს სამი თვითმფრინავი გახდა იძულებული დაფრენილიყო სათადარიგო ბილიკებზე – იუწყება საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტო.
სანკტ-პეტერბურგის მოსაზღვრე ლენინგრადის რეგიონის გუბერნატორის, ალექსანდრ დროჟდენკოს თქმით, საჰაერო სივრცე დრონის გამო ჩაიკეტა.
კიევი, როგორც წესი, განცხადებებს არ აკეთებს რუსეთის ტერიტორიაზე შესაძლო შეტევების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი ტრამპის წერილზე – ამ ფაქტის არც დრამატიზება გვარგია და არც გაუბრალოება – თუ სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული ურთიერთობის ნორმალიზება ტრამპის სტილში მოხდეს და არა იმდენად დემოკრატიული, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს