სანიოლს არაბული კლუბის ვარიანტი აქვს – დატოვებს ვილი “ჯვაროსნებს”?

Get French Football News-ის ცნობით, სტეფანო პიოლის “ალ იტიჰადის” მწვრთნელად დანიშვნა მოულოდნელად საეჭვო გახდა და ს კლუბი ოთხი ფრანგი სპეციალისტის დანიშვნას განიხილავს.
ესენი კრისტოფ გალტიე, ლორან ბლანი, ერვე რენარი და ვილი სანიოლი არიან.
სანიოლს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან კონტრაქტი ამა წლის ბოლომდე აქვს გაფორმებული, ადრე თქვა, რომ ჩვენი ქვეყანა უყვარს, აქ თავს კარგად გრძნობს და ხელშეკრულების გაგრძელების ვარიანტს განიხილავს.