ბერლინში უეფას ეროვნული ვაჟთა ნაკრები გუნდების მწვრთნელებისა და ტექნიკური დირექტორების რიგით მე-14 კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციის მსვლელობისას საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პანელურ დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და გერმანიის, პორტუგალიის და საფრანგეთის ნაკრები გუნდების მწვრთნელებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრა.
ორდღიანი კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას იღებდა სფფ-ის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ასევე – სფფ-ის ტექნიკური დირექტორი ზაზა ზამთარაძე.
nakrebi.ge